გიორგი ტუღუში გლდანის N8 საპყრობილეში ჟურნალისტების თანხლებით შევიდა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ახალი მინისტრი გიორგი ტუღუში გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა. ციხეში შესვლამდე მინისტრი პატიმართა ახლობლებს გაესაუბრა. მედიისთვის კომენტარი მას არ გაუკეთებია, თუმცა მასთან ერთად ციხეში ჟურნალისტებიც შევიდნენ.