თურქეთის სასამართლო სამხედრო გადატრიალებაზე განაჩენს გამოაცხადებს

თურქეთის სასამართლო აპირებს გამოაცხადოს განაჩენი იმ საქმეზე, რომელიც აღძრულია არმიის ასეულობით ოფიცრის წინააღმდეგ. სახელმწიფო ბრალდებით ისინი ისლამური ფესვების მქონე პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში რებულ ობდნენ მონაწილეობას. პროკურატურა მოითხოვს, რომ 365 სამხედრო ოფიცერს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ. შეთქმულება სახელწოდებით „ურო“, რომელიც ბრალდების მტკიცებით 2003 წელს დაიგეგმა, მიზნად ისახავდა მეჩეთებზე თავდასხმას და ომის დაწყებას საბერძნეთის წინააღმდეგ, რასაც სამხედრო გადატრიალება უნდა მოჰყოლოდა. თურქეთის სამხედრო მაღალჩინოსნებმა ქვეყანაში რამდენიმე სამხედრო გადატრიალება მოაწყვეს 1960-1980 იან წლებში.