ორშაბათს სტუდენტები ისევ განაახლებენ მასობრივ აქციებს

სტუდენტები ხვალიდან მასობრივ აქციებს ისევ განაახლებენ. ამის შესახებ ფილარმონიის წინ მიმდინარე აქციაზე ორგანიზაცია "არას" ხელმძღვანელმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხვალ სტუდენტები შეიკრიბებიან ყველა უნივერსიტეტთან, შემდეგ ისინი შემოუერთდებიან ფილარმონიასთან 17:00 საათზე დაგეგმილ აქციას, ხოლო ამის შემდეგ ისინი, ყველა ერთად პროკურატურასთან გადაინაცვლებენ.