გაეროს ინიციატივამ ქალების სამშვიდობო პროცესებში ჩართვის შესახებ დაფინანსება მიიღო

გაეროს ინიციატივამ - კონფლიქტების მოგვარებაში ქალების მეტი ჩართულობის შესახებ - ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია - ”ინკლუზიური უსაფრთხოების ინსტიტუტი” ყოველწლიურად 2 მილიონ დოლარს გამოყოფს ქალთა სამშვიდობო პროცესებში ჩართვის ხელშეწყობისთვის.