საპროტესტო აქციებს სპორტსმენებიც შეუერთდნენ

Your browser doesn’t support HTML5

26 სექტემბერს პატიმართა წამების წინააღმდეგ მიმართული აქცია გამართეს სპორტსმენებმა და ქართული სპორტის ქომაგებმა. ისინი თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი შეუერთდნენ თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე სტუდენტთა აქციას. მოგვიანებით სპორტსმენები და სტუდენტები ერთად გაემართნენ კანცელარიის შენობისკენ და იქ გამოთქვეს პროტესტი პატიმრების წამების წინააღმდეგ.