სომალის ქალაქ კისმაიოდან ძალადობის მრავალრიცხოვანი ფაქტის შესახებ იტყობინებიან

სომალის ქალაქ კისმაიოდან შეიარაღებული მებრძოლების წასვლის შემდეგ ქალაქში ქაოსმა დაისადგურა და ძალადობის მრავალრიცხოვანი ფაქტის შესახებ იტყობინებიან. უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ქალაქის სამი მოსახლე მოკლეს. იტყობინებიან, რომ დაჯგუფება „ჯამაათ ალ-შაბაბის“ მებრძოლებმა გამოაცხადეს ქალაქიდან შენაერთების გაყვანის შესახებ. ეს ქალაქი მეამბოხეთა ერთ-ერთ საყრდენ პუნქტად ითვლებოდა სომალის სამხრეთში. დაჯგუფება აცხადებს, რომ შენაერთების გაყვანა ტაქტიკური მოსაზრებებით არის ნაკარნახევი.