15 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 45-მა პროცენტმა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 45-მა პროცენტმა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის ამომრჩევლის აქტივობა საზღვარგარეთ მოქმედ საარჩევნო უბნებზე. როგორც თბილისში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა განაცხადა, კენჭისყრის პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.