სირიის ხელისუფლებას ალეპოში ახალი ძალები შეჰყავს

სირიის ხელისუფელბამ ქვეყნის ყველაზე მსხვილ ქალაქში - ალეპოში დამატებითი შეიარაღებული რაზმები შეიყვანა. იქ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს შეიარაღებულ ოპოზიციასთან. ლიბანური პრესის ცნობით ალეპოში სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადია ჩასული. ამ ინფორმაციას სხვა წყაროები არ ადასტურებენ.