თურქმა სამხედროებმა ხუთშაბათს განაახლეს საარტილერიო იერიში სირიის სასაზღვრო რეგიონზე მას შემდეგ, რაც სირიიდან დაბომბვის შედეგად ოთხშაბათს თურქეთის ტერიტორიაზე დაიღუპა ხუთი სამოქალაქო პირი. თურქეთის ტელევიზია NTV-ის ცნობით, დღევანდელი იერიში მიმართული იყო ტელ-აბიადის რაიონისაკენ, სირიის ტერიტორიაზე, საზღვრიდან 10-მდე კილომეტრში. სირიელი აქტივისტების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მომხრე რამდენიმე ჯარისკაცი. თურქეთის მთავრობის განცხადებით, ის პარლამენტს სთხოვს თანხმობას ქვეყნის საზღვრებს მიღმა სამხედრო ოპერაციების ჩატარებაზე. თუმცა, თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მრჩევლის განცხადებით, თურქეთი არ აპირებს სირიისათვის ომის გამოცხადებას. გაერო და ნატო სირიას მოუწოდებენ, პატივი სცეს მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას.