თბილისმა ისტორიული გალავანი დაიბრუნა

Your browser doesn’t support HTML5

თბილისის ისტორიული გალავანი, რომლის ნაწილს შემთხვევით გადააწყდნენ მუშები ამ ორიოდე თვის წინ, ახლა უკვე ქალაქის ღირშესანიშნაობად იქცა. პუშკინის სკვერთან გათხრებისას აღმოჩენილი ხუთი კოშკის ფრაგმენტები არქეოლოგებმა ხელუხლებლად დატოვეს, ტერიტორია გზის სავალი ნაწილისგან გამოყვეს და ისე მოაწყვეს, რომ მსურველმა ისტორიული ძეგლის დათვალიერება შეძლოს. გალავანი, რომელიც თავის დროზე მთელ თბილისს ერტყა გარს, XI-XIII საუკუნეებისაა. ამჟამად მიწის საფარისგან გათავისუფლებულია გალავნის 110- მეტრიანი მონაკვეთი.