უშიშროების საბჭომ სირიის მიერ თურქეთის ქალაქის დაბომბვა დაგმო

გაეროს უშიშროების საბჭომ მკაცრად დაგმო თურქეთის ქალაქის დაბომბვა, რომელიც სირიის ტერიტორიიდან განხორციელდა და რომლის შედეგადაც ხუთი ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. უშიშროების საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარი მოწმობს იმაზე, რომ სირიაში მიმდინარე კონფლიქტი საფრთხეს უქმნის მეზობელი ქვეყნების უშიშროებას და მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში.