რამდენიმე ორგანიზაცია ომბუდსმენის თანამდებობაზე თამარ გურჩიანის კანდიდატურას წარადგენს

საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრის თამარ გურჩიანის კანდიდტურა დაასახელა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების 40-ზე მეტმა წარმომადგენელმა. მათი განცხადებით, რამდენიმე დღიანი კონსულტაციის შედეგად შეირჩა სწორედ თამარ გურჩიანი, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის სამართალდმცოდნეა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. წარმდგენი ორგანიზაციები სახალხო დამცველის პოსტზე თამარ გურჩიანის კანდიდატურას ახალი მოწვევის პარლამენტს შესთავაზებენ.