პაკისტანის სკოლებში ლოცულობენ დაჭრილი გოგონასთვის

პაკისტანის სკოლებში ლოცულობენ 14 წლის მალალა იუსაფზაისათვის, რომელიც ამ კვირაში დაჭრეს თალიბანის თავდასხმისას. გოგონა ცნობილია, როგორც პაკისტანში განათლების უფლების დამცველი აქტივისტი. სკოლებში ლოცვით გამოეხმაურნენ ხიბერ-პახტუნხვის პროვინციის მთავრობის მოწოდებას, მთელს პაკისტანში გამოხატონ სოლიდარობა მალალა იუსაფზაის მიმართ. გოგონას დღეს, რავალპინდის საავადმყოფოში მონახულებს პაკისტანის პრემიერ-მინისტრი რაჯა ფერვეზ აშრაფი. იუსაფზაი ხუთშაბათს მოათავსეს პაკისტანში ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკაში. სამშაბათს, 9 ოქტომბერს ის თავის და ყელის არეში დაჭრა შეიარაღებულმა პირმა, როცა გოგონა სკოლიდან შინ ბრუნდებოდა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარე სვატის ველზე.