აზერბაიჯანი ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს მასპინძლობს

აზერბაიჯანის დედაქალაქში დაიწყო ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი, რომელშიც 10-მდე სახელმწიფოს ლიდერები და დელეგაციები მონაწილეობენ. შეხვედრა გახსნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა, რომლის თქმითაც ჯგუფმა რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს. ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია 1980-იანი წლების შუაში აღმოცენდა და თავდაპირველად მასში მხოლოდ თურქეთი, ირანი და პაკისტანი იყვნენ გაწევრიანებულნი. მაგრამ ორგანიზაციამ მალე განავითარა საერთაშორისო პროფილი და 1990-იან წლებში მასში ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ასევე ავღანეთიც გაწევრიანდნენ. ორგანიზაციის წევრია თურქმენეთიც, თუმცა, უცნობია გაგზავნა თუ არა აშხაბადმა ბაქოს სამიტზე საკუთარ წარმომადგენლები.