ინგუშეთში პოლიციელი მოკლეს

ინგუშეთში პოლიციელი მოკლეს, დაუდგენელი პირების თავდასხმისას. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, საგზაო პოლიციის თანამშრომელს, 28 წლის ზელიმხან ევლოევს დღეს დილას ესროლეს მის საცხოვრებელ სახლთან, ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში. დაწყებულია ინციდენტის გამოძიება.