თბილისში იმყოფებიან შტეფან ფიულე და ჰელგა შმიდი

საქართველოში იმყოფებიან ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდი. დღეს ისინი შეხვდნენ პრემიერმინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს და კოალიცია ”ქართული ოცნების” სხვა ლიდერებს. შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ შტეფან ფიულემ ბიძინა ივანიშვილს ევროკომისიის ხელმძღვანელის ჟოზე მანუელ ბაროზუსგან გადასცა ბრიუსელში ოფიციალური მიწვევა. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, უსუფაშვილის განცხადებით, საუბარი იყო ევროპულ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციაზე, ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებებსა და მომავალ თანამშრომლობაზე.