კოფი ანანმა მსოფლიო სახელმწიფოებს სირიასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევისკენ მოუწოდა

გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი, ყოფილი საერთაშორისო წარგზავნილი სირიაში კოფი ანანი მოუწოდებს მსოფლიო სახელმწიფოებს, პირველ რიგში აშშ-სა და რუსეთს, მიაღწიონ კონსენსუსს სირიის კონფლიქტის პოლიტიკურ რეგულირებასთან დაკავშირებით. ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას ანანმა ხაზი გაუსვა, რომ სირიის კონფლიქტის მონაწილე რომელიმე მხარის მხარდაჭერა სიტუაციას მხოლოდ გაამწვავებს.