იემენში სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას 10 ჯარისკაცი დაიღუპა

იემენში სულ ცოტა 10 სამხედრო მოსამსახურე და 11 თავდამსხმელი დაიღუპა შეტევისას, რომელიც ექსტრემისტებმა ქვეყნის სამხრეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე მიიტანეს. შეტაკება აბიანის პროვინციის ქალაქ შუკრაში მოხდა. სავარაუდოდ, თავდასხმა ”ალ-ყაიდის” მებრძოლების მიერ განხორციელდა.