დასაქმების მინისტრობის კანდიდატი მთავარ პრიორიტეტად უწყების უმტკივნეულო ლიკვიდაციას მიიჩნევს

დასაქმების სახელმწიფო მინისტრობის პოსტზე წარდგენილი კახა საკანდელიძე აცხადებს, რომ ის ამ პოზიციაზე მხოლოდ პროცედურულ საკითხებს შეასრულებს. "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კახა საკანდელიძემ აღნიშნა, რომ დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი გაუქმდება, თუმცა, ვიდრე ეს უწყება მოქმედებს და მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია გარკვეული თანხები, ის გააგრძელებს საქმის გადაბარებას.