ჰილარი კლინტონმა ბოსნიას „ევროპის ნაწილი“ უწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სამშაბათს ბოსნიას უწოდა „ევროპის ნაწილი“ და განაცხადა, რომ მისი შესვლა ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის შემდგომი სტაბილურობის საუკეთესო გარანტი იქნება. აღნიშნული განცხადება ჰილარი კლინტონმა სარაევოში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერთან, კეტრინ ეშტონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწვერიანება, ამ ქვეყანის და განსაკუთრებით ამ ქვეყნის ახალგაზრდებისათვის საუკეთესო გზაა, რათა გაგრძელდეს სტაბილურობა და კეთილდღეობა. ჩვენ არანაირი ეჭვი არა გვაქვს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროპის კუთვნილებაა“, - განაცხადა კლინტონმა. 1992-1995 წლის ბოსნიის ომის შედეგად, რომელიც აშშ-ის შუამავლობით დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა, ბოსნიელმა მუსლიმანებმა, სერბებმა და ხორვატებმა ქვეყანა ორ ნახევრად-ავტონომიურ ერთეულად- სერბების რესპუბლიკა სპრსკად და მუსლიმ-ხორვატთა ფედერაციად გაყვეს.