ბაჰრეინში აფეთქებების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი

ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ორი ადამიანი დაიღუპა რამდენიმე აფეთქების შედეგად. პოლიციის ცნობით, დაიღუპნენ აზიელი იმიგრანტები, დაიჭრა ერთი ადამიანი. პოლიცია აცხადებს ასევე, რომ აფეთქება მოეწყო თვითნაკეთი ბომბებით. ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო მომხდარს უწოდებს „ტერორისტულ აქტებს“.