საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა ისარგებლეს ხმის წინასწარი მიცემის უფლებით

საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის წინასწარი მიცემის უფლებით ისარგებლეს და დალუქული შედეგები საკონსულო განყოფილების მეშვეობით აშშ-ში ფოსტით გაგზავნეს. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები მედიის წარმომადგენლებთან ერთად 7 ნოემბერს, საარჩევნო წვეულებაზე დაელოდებიან.