ჩინეთში პროტესტის ნიშნად ცეცხლი წაიკიდა ოთხმა ტიბეტელმა

ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „თავისუფალი ტიბეტის“ ცნობით, სულ ცოტა, ოთხმა ადამიანმა ცეცხლი წაიკიდა ტიბეტში ჩინეთის მმართველობის გასაპროტესტებლად. სამმა მათგანმა - ბუდისტმა ბერებმა - პროტესტის ამ ფორმას მიმართეს ოთხშაბათს, პოლიციის სადგურთან სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში მდებარე სეჩუანის პროვინციაში. ორგანიზაცია „თავისუფალი ტიბეტის“ ცნობით, ადგილზე დაიღუპა ერთ-ერთი, 15 წლის ბერი, ორი ბერი კი საავადმყოფოში მოათავსეს. ასევე ოთხშაბათს თავი დაიწვა 23 წლის ქალმა ჩინგაის პროვინციაში. 2011 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, თავი დაიწვა 60-ზე მეტმა ადამიანმა, ტიბეტში ჩინეთის მმართველობის გასაპროტესტებლად.