ირანში 10 ადამიანი დაიღუპა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად

ირანში 10 ადამიანი დაიღუპა მაშველთა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ირანის მედიის ცნობით, ვერტმფრენით ქალაქ მაშადის საავადმყოფოში მიჰყავდათ ავტოავარიის შედეგად დაშავებული პირები. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ვერტმრფენი დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა და ელექტროგადამცემ ხაზს დაეჯახა. იუწყებიან კატასტროფის დროს უამინდობის შესახებაც.