დაკითხვაზე იმყოფება შს-თა მინისტრის ყოფილი მოადგილე

შს-თა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიბარეს სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - ამის შესახებ სააგენტო პირWელს განუცხადა მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსმა თემურ მიქაბერიძემ. მისივე ცნობით, ხიზანიშვილის დაკითხვას ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილიც ესწრება. შოთა ხიზანიშვილი ამჟამად თბილისის მერის მოადგილეა.