პალესტინაში კიდევ 10 ადამიანი დაიღუპა

პალესტინელი ექიმების ცნობით, სულ ცოტა კიდევ 10 ადამიანი დაიღუპა ორშაბათს ღაზის სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად. ისრაელის არმიამ დღეს განაცხადა, რომ გასული ღამით ღაზის სექტორზე 80 ავია-რეიდი განახორციელა. სამიზნეებს წარმოადგენდა შენობები, სადაც, ისრაელის ხელთ არსებული ინფორმაციით, ჰამასის ლიდერები იმყოფებოდნენ.