საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს მოინახულებს და ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. „ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია ავღანეთის ხელისუფლების დახმარება, რომ ისინი ფეხზე დადგნენ და თავად შეძლონ საკუთარი უსაფრთხოების დაცვა, რათა მოვახერხოთ ჩვენი ჯარების სწარაფად დაბრუნება. თან ჩვენ ვიცით, რა მძიმეა საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ ყოფნა. ეს მეტ სიმპათიას გვიჩენს მათ მიმართ რომ დავეხმაროთ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.