პაკისტანში აფეთქების შედეგად დაიღუპა 23 ადამიანი

პაკისტანში 23 ადამიანი დაიღუპა და 60 დაიჭრა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. პაკისტანის თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა აფეთქებაზე, რომელიც წუხელ მოეწყო დედაქალაქთან ახლოს მდებარე რავალპინდიში და მიმართული იყო შიიტების ჯგუფის წინააღმდეგ. ოთხშაბათს უფრო ადრე ორი ბომბი აფეთქდა შიიტების მეჩეთთან სამხრეთში მდებარე ქალაქ კარაჩიში. პოლიციის ცნობით, დაიღუპა, სულ ცოტა, ერთი ადამიანი. შიიტები ამჟამად აღნიშნავენ წმინდა თვე მუჰარამს. თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა კარაჩიში მოწყობილ აფეთქებებზეც. თავდასხმები განხორციელდა პაკისტანში რვა ისლამური სახელმწიფოს სამიტისათვის მზადების ფონზე.