პანკისელები ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას მოითხოვენ

Your browser doesn’t support HTML5

4 დეკემბერს თბილისში, პროკურატურის შენობასთან, პანკისში მცხოვრებმა ჩეჩნებმა გამართეს აქცია ახმედ ჩატაევის გათავისუფლების მოთხოვნით. აქციის მონაწილეთა თქმით, აგვისტოში, ლოპოტის ხეობის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ჩატაევი უდანაშაულოა. საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ მოვლენების ფორსირება სასურველი არ არის და თავის ბრალდებას პროკურატურა სასამართლო პროცესზე წარმოადგენს.