ბაჩო ახალაია და ირაკლი ოქრუაშვილი გადაიყვანეს სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში

საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრები ბაჩო ახალაია და ირაკლი ოქრუაშვილი თბილისში, ყოფილ მატროსოვის ქუჩაზე მდებარე სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში გადაიყვანეს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, ახალაია და ოქრუაშვილი ერთ შენობაში არიან, თუმცა ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვთ. ყოფილი მინისტრები დღემდე იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში, საიდანაც ბაჩო ახალაიას გადაყვანას ე.წ. მატროსოვის ციხეში მოითხოვნდნენ მისი ოჯახი და ნაციონალური მოძრაობის წევრები.