კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ პროგრესს მიაღწია

კორუფციასთან მებრძოლი ორგანიზაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა აცხადებს, რომ მსოფლიოს საზოგადოებებს კვლავაც „აჩანაგებს“ მექრთამეობის მაღალი მაჩვენებელი, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობა და საიდუმლო გარიგებები - მიუხედავად კორუმპირებული მთავრობების ირგვლივ მზარდი საზოგადოებრივი პროტესტისა. ყოველწლიური ანგარიშის ახალ გამოშვებაში - რომელიც ამ ბერლინში განთავსებულმა ორგანიზაციამ ოთხშაბათს გაავრცელა - ვკითხულობთ, რომ 176 ქვეყნიდან ორ მესამედს მოქალაქეები ძლიერად კორუმპირებულად აღიქვამენ. პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის გამონაკლისს საქართველო წარმოადგენს - მას მაჩვენებლის გაუმჯობესება აქვს, მაშინ როცა სხვა ქვეყნების მდგომარეობა უარყოფითია. კორუფციის აღქმის ინდექსში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი კვლავაც ავღანეთს აქვს. ჯგუფის წარმომადგენელმა, სვეტლანა სავიტსკაიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ანგარიში მოწმობს - მოქალაქეები ინსტიტუციებისგან და ოფიციალური პირებისგან გამჭრვირვალობის და ანგარიშვალდებულების უფრო მაღალ ხარისხს ითხოვენ. მისი თქმით, პრიორიტეტებს შორისაა ლობისტურ პრაქტიკაზე და პოლიტიკურ დაფინანსებაზე წესების გამკაცრება და საბიუჯეტო ხარჯების უფრო მეტი გამჭვირვალობა.