ავღანეთის მომავალზე შეხვედრა პარიზში ოთხშაბათს გაიმართება

პარიზში ოთხშაბათს დაიწყება სამდღიანი შეხვედრა, რომელზეც ავღანეთის მომავალზე იმსჯელებენ. მასში მონაწილეობას მიიღებენ ავღანეთის მთავრობის, თალიბანის და ამ ქვეყნის სხვა დაჯგუფებების წარმომადგენლები. შეხვედრას აწყობს პარიზში დაფუძნებული სტრატეგიული კვლევის ფონდი, რომელმაც ანალოგიური შეხვედრა ორჯერ უკვე გამართა. ეს იქნება თალიბების პირველი შეხვედრა მშვიდობის უზენაეს საბჭოსთან და ჩრდილოეთის ალიანსის წარმომადგენელთან. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორან ფაბიუსის თქმით, მისი ქვეყანა ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.