გრძელდება ავღანეთში გაუჩინარებული ქართველი სამხედროს ძებნა

ავღანეთში გრძელდება 19 დეკემბერს გაუჩინარებული ქართველი სამხედრო მოსამსახურის ძებნა -ამის შესახებ ინფორმაციას "ჯი-ეიჩ-ენი" თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ძიება-გადარჩენის ოპერაციას ახორციელებს საერთაშორისო უსაფრთხოების სარდლობა. თავდაცვის უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ავღანეთში გაემგზავრა ქართველი სამხედროების ჯგუფი გაერთიანებული შტაბის პირველი მოადგილის, ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძის მეთაურობით.