პრეზიდენტის შეწყალებულ პატიმრებს შორის განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეები აღმოჩნდნენ

მიხეილ სააკაშვილის შეწყალებულთა შორის ბოლო სამი თვის განმავლობაში განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულისთვის, ასევე ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული 1544 მსჯავრდებულია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის კანონით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები თავისუფლდებიან. "პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არიან 260-ე მუხლით მსჯავრდებულებიც, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, კერძოდ ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-შეძენა-გასაღებას ეხება. ასევე, პრეზიდენტმა შეიწყალა ყაჩაღობისთვის მსჯავრდებულები და როდესაც ამნისტიის პროექტზე შენიშვნები აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს შეწყალების დროსაც", - განაცხადა გიგა გიორგაძემ. პარასკევს საქართველო პარლამენტმა დასძლია პრეზიდენტის ვეტო ამნისტიის კანონზე, რასაც მიხეილ საააკშვილმა "სამარცხვინო გადაწყვეტილება" უწოდა.