კოსოვომ სერბიის პრეზიდენტს სერბებით დასახლებული რაიონების მონახულება აუკრძალა

კოსოვოს ხელისუფლებამ სერბიის პრეზიდენტ ტომისლავ ნიკოლიჩს აუკრძალა მართლმადიდებლური აღდგომის პერიოდში იმ რაიონების მონახულება, სადაც ეთნიკური სერბები ცხოვრობენ. პრიშნიტინის გაზეთ „ექსპრესს“ მოჰყავს კოსოვოს ვიცე-პრემიერის, ჰაირედინ კუჩის სიტყვები, რომლის თქმით, ნიკოლიჩს უფლება მიეცემა, ჩავიდეს ამ რეგიონებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ბელგრადი პრიშტინის დელეგაციას შეუშვებს სამხრეთ სერბიაში, სადაც ძირითადად ეთნიკური ალბანელები ცხოვრობენ.