მსოფლიო პატრიარქი თბილისში

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეო პირველი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან ერთად 10 იანვარს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. მსოფლიო პატრიარქი საქართველოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საიუბილეო თარიღებთან, აღსაყდრების 35 და დაბადების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ესტუმრა. დღეს საქართველოში ვიზიტით მყოფი სასულიერო პირები პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდებიან.დღესვე ფილარმონიაში პატრიარქის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავი კონცერტი გაიმართება.