საქართველომ ინტერპოლს მიმართა ზურაბ ადეიშვილის ძებნის გამოსაცხადებლად

საქართველოში ინტერპოლის ეროვნულმა ბიურომ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს მიმართა და საჭირო დოკუმენტები გაუგზავნა იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ ინტერპოლის გენერალური სამდივნო ზურაბ ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს და მის მიმართ წითელი ცირკულარი გამოიცემა ინტერპოლის წევრ 190 ქვეყანაში.