ბარაკ ობამა დღეს ფიცს დადებს

დღეს, კვირას, აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა მეორე ვადით პრეზიდენტის სავარძლის დაკავების გამო, ფიცს დადებს. ოფიციალური ცერემონია, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციის თანახად, 20 იანვარს უნდა გაიმართოს, თეთრ სახლში კერძო ცერემონამდე შემცირდა. საჯარო ფიცის დადების ცერემონია, ორშაბათს გაიმართება, კაპიტოლის შენობის წინ. მოელიან, რომ ცერემონიას 800 ათასი ადამიანი დაესწრება.