გაიმართება მოლაპარაკებები რუსეთში ქართული ღვინის და მინერალური წყლის დაბრუნების საკითხზე

რუსეთში ქართული ღვინის და მინერალური წყლის დაბრუნების საკითხზე საქართველოს დელეგაციასთან მოლაპარაკების სავარაუდო თარიღებად 28 იანვარი, ან 4 თებერვალი დაასახელა ფედერალური სამსახურის, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ. მან დღეს სააგენტო ინტერფაქსს განუცხადა, რომ თუ თბილისის დელეგაციის წინასწარ ცნობილ შემადგენლობას საქართველო ოფიციალურად დაადასტურებს, ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრების ვიზის გასაცემად მიმართავს. ონიშჩენკომ აღნიშნა, რომ რუსული მხარე მზად არის საქართველოს დელეგაციასთან ყველა პრობლემა განიხილოს. თავის მხრივ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა, რომელიც მოსკოვში საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს, რადიო პალიტრას განუცხადა, რომ მზად არიან ქართული ღვინის ხარისხსა და მის უვნებლობაზე სასაუბროდ.