ივანიშვილმა ალასანიას ვიცე-პრემიერობა შეუწყვიტა

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის მოვალეობა შეუწყდა. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანება ალასანიასათვის საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულების შეწყვეტის შესახებ მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. პრემიერის გადაწყვეტილების მიზეზებზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. უცნობია ასევე, თუ ვინ დაიკავებს ალასანიას ადგილს.