კლინტონმა სენატის კომიტეტში ისაუბრა ლიბიაში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმის შესახებ

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი უწყება აქტიურად ზრუნავს უსაფრთხოებაზე - მოქმედებს „სწრაფად და აგრესიულად“, რათა გააუმჯობესოს უსაფრთხოება დიპლომატიურ მისიებში მას შემდეგ, რაც შარშან ლიბიის ქალაქ ბენღაზიში შეერთებული შტატების საკონსულოზე მოწყობილმა თავდასხმამ შეიწირა ოთხი ამერიკელი, მათ შორის ლიბიაში აშშ-ის ელჩი, კრისტოფერ სტივენსი. იქვე კლინტონმა უარყო რესპუბლიკელების ბრალდება, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაცია შეეცადა, მიეჩქმალა ბენღაზიში საკონსულოზე თავდასხმასთან დაკავშირებული გარემოებები. კლინტონის თქმით, ის სრულ პასუხისმგებლობას კისრულობს სახელმწიფო დეპარტამენტის შეცდომებზე, ბენღაზიში საკონსულოზე თავდასხმის გარშემო.