თბილისში გრძელდება მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა

თბილისში გრძელდება სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა. მათ მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები უკვე რამდენიმე საათია ხვდებიან ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს. გაფიცული მძღოლები მოითხოვენ მათთვის ინდმეწარმის სტატუსის გაუქმებას, ყოველდღიური გადასახადის შემცირებას, ტექნიკური მომსახურების მიღებას ნებისმიერ სერვის-ცენტრში, მგზავრობის ტარიფის გადახედვას და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის შეღავათების აღდგენას.