მედიამაგნატმა რუპერტ მერდოკმა ბოდიში მოიხადა ”სანდი თაიმზში” გამოქვეყნებული გროტესკული კარიკატურის გამო, რომელმაც ებრაელი საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. კარიკატურაზე, რომელიც ჰერალს სკარფმა დახატა და რომელიც ცნობილია პინკ ფლოიდის ფილმის ”The Wall” – გაფორმებისათვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუა გამოხატული. ის სისხლისფერი საღებავით ღებავს პალესტინელების ცხედრებს. გამოცემის ხელმძღვანელობა უარყოფს ებრაული ორგანიზაციების ბრალდებას ანტისემიტიზმში. კარიკატურა გაზეთში ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს გამოქვეყნდა.