რუსეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს დოკუმენს, რომლითაც ორი ქვეყანა ერთიან, რეგიონულ საჰაერო თავდაცვის სისტემას ქმნის. ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეთანხმებას ხელი დღეს მოაწერეს ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა - ადილბეკ ჯაკსიბეკოვმა და სერგეი შოიგუმ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დოკუმენტს ”ძალიან მნიშვნელოვანი” უწოდა. მისი განცხადებით, ერთიან სისტემაში ”ახალი კომპონენტები”, მათ შორის ”ანტისარაკეტო თავდაცვის” ელემენტები შევა. ყაზახეთის დედაქალაქში შოიგუ ერევნიდან ჩავიდა.