ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილ მმართველს 70 მილიონი დოლარის ჩეკი აღმოუჩინეს

გერმანელი მებაჟეების განცხადებით, დიუსელდორფის აეროპორტში 59 წლის კაცს აღმოუჩინეს ”ბენკ ოფ ვენესუელას” მიერ გაცემული 300 მილიონი ვენესუელური ბოლივარის (დაახლოებით 70 მილიონი დოლარის) ჩეკი. გერმანული გაზეთი ”ბილდ ამ ზონტაგი” წერს, რომ აღნიშნული პირი ტაჰმასბ მაზაჰერი, ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, საბანკო ჩეკი მაზაჰერის ბარგში 21 იანვარს აღმოაჩინეს, როცა ის თურქეთიდან გერმანიაში ჩაფრინდა. გერმანიის ხელისუფლება ფულის სავარაუდო გათეთრების საქმეს იძიებს.