ბათუმში ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

ბათუმში ავტობუსის მძღოლები ხელფასის მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ. ავტობუსის მძღოლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ მერიის წარმომადგენლებთან და აცხადებენ, რომ თუ ვერ შეთანხმდებიან, აქციები მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.