"საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონი სასამართლო სხდომების ვიდეო და აუდიო გადაღებას უშვებს. ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პროექტის ფარგლებში, პარლამენტმა "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" სასამართლო პროცესების აუდიო-ვიდეო ჩაწერის სავალდებულო უზრუნველყოფის ნორმა ჩადო. ეს წინადადება პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ" შეიტანა და შემდეგ უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. კანონპროექტით, აღნიშნული უფლება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს მოტივირებული განჩინების საფუძველზე შეიზღუდოს.