ბათუმში ისევ გაიფიცნენ ავტობუსების მძღოლები

ბათუმში დღეს დილიდან მუნიციპალური ავტობუსების 350-მდე მძღოლი გაიფიცა. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ - საათში 3 ლარი და 80 თეთრიდან 4 ლარამდე და 50 თეთრამდე. ბათუმში ავტობუსის მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია ადრეც გამართეს, სადაც ასევე ხელფასების მომატება მოითხოვეს.