ევროკავშირი და აშშ იწყებენ მოლაპარაკებას ტრანსატლანტიკურ თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების მისაღწევად. ამის შესახებ დღეს ბრიუსელში გამოაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ. მოლაპარაკება, სავარაუდოდ, ივლისამდე დაიწყება. ბრიუსელი და ვაშინგტონი აცხადებენ, რომ სურთ, ორ წლამდე პერიოდში მიაღწიონ შეთანხმებას. ბაროზუმ პოტენციურ ხელშეკრულებას „რევოლუციური“ უწოდა და აღნიშნა, რომ მის შედეგად შეიქმნება მსოფლიოში უდიდესი თავისუფალი ვაჭრობის ზონა.