ქართველი პარლამენტარები ერთმანეთს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "არგუმენტებში" უმრავლესობის წარმომადგენელ კობა დავითაშვილსა და უმცირესობის დეპუტატ სერგო რატიანს შორის კამათი, ჯერ სიტყვიერ შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბი გადაცემაში ორი ლიდერის დებატებს მოჰყვა, რომლის დროსაც კობა დავითაშვილმა რატიანს „ნაძირალა და მკვლელი“ უწოდა. სერგო რატიანმა პროტესტის ნიშნად ჭიქა დაამსხვრია და გადაცემის დატოვებას აპირებდა, როდესაც დავითაშვილი მასთან მივიდა, რაც საბოლოოდ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სტუდიიდან ორივე მათგანი ტელეკომპანიის დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს. მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სერგო რატიანმა მომხდარის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა.